---
title: "მუხლი 64. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/64"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "64"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 64 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/64

1. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს, პირადი განცხადებით გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან.

2. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის სხვა საფუძვლები განისაზღვრება ამ რეგლამენტის 53-ე მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით.

3. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ფრაქციას უფლება აქვს, წარადგინოს ახალი წევრი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/65.md
