---
title: "მუხლი 67. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/67"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "67"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 67 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/67

1. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების გამართვის ადგილსა და პერიოდულობას განსაზღვრავს კომისია.

2. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. დროებითი საგამოძიებო კომისია გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, თუ ამ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხმების თანაბრად გაყოფისას იმართება ხელახალი კენჭისყრა. თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ითვლება.

3. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის გამართვის თარიღი და დღის წესრიგი კომისიის წევრებს წინასწარ ეცნობება. აღნიშნული ინფორმაცია სხდომის თარიღის დანიშვნისთანავე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.

4. დროებითი საგამოძიებო კომისიის საჯარო სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები და მოწვეული პირები. საჯარო სხდომა გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით.

5. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრის წინადადებით კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება დახურული სხდომის გამართვის შესახებ. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დახურული წესით. დროებითი საგამოძიებო კომისიის დახურულ სხდომაზე დამსწრე პირთა წრეს ადგენს კომისიის თავმჯდომარე.

6. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას გამართვა დაუშვებელია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/68.md
