---
title: "მუხლი 68. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის ოქმი და საპარლამენტო გამოძიების საიდუმლოება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/68"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "68"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის ოქმი და საპარლამენტო გამოძიების საიდუმლოება — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 68 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/68

1. დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობა სრულად და ზუსტად აისახება კომისიის სხდომის ოქმში.

2. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრს უფლება აქვს, გაეცნოს კომისიის სხდომის ოქმს და გამოთქვას შენიშვნები.

3. თუ დროებითი საგამოძიებო კომისია თავის მუშაობაში იყენებს ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას, იგი ვალდებულია დაიცვას ასეთი დოკუმენტების შენახვისა და ამ დოკუმენტებით სარგებლობისთვის კანონით დადგენილი წესები.

4. დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებული ისეთი ინფორმაციის (მასალის) ან კომისიის სხდომის ოქმის სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დასაშვებია საქართველოს გენერალური პროკურორის თანხმობით, ხოლო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი მასალის ან კომისიის სხდომის ოქმის გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

5. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები, აგრეთვე სხვა პირები, რომლებიც მონაწილეობენ კომისიის მუშაობაში, ვალდებული არიან დაიცვან საპარლამენტო გამოძიების საიდუმლოება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/69.md
