---
title: "მუხლი 7. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე საკითხების განხილვის თანამიმდევრობა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/7"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "7"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე საკითხების განხილვის თანამიმდევრობა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 7 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/7

1. ახალარჩეული პარლამენტი პირველ სხდომაზე საკითხებს განიხილავს შემდეგი თანამიმდევრობით:
ა) ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარეს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს;
ბ) ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებს.

2. ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე კენჭისყრა იმართება ელექტრონული სისტემით. საჭიროების შემთხვევაში კენჭისყრა შეიძლება გაიმართოს ბიულეტენებით.

3. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა პარლამენტის გადაწყვეტილებით, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გრძელდება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვამდე.
კარი II. საპარლამენტო სუბიექტები
თავი III. პარლამენტის წევრი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/8.md
