---
title: "მუხლი 71. სხვა დროებითი კომისიის საქმიანობის საფუძვლები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/71"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "71"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 71. სხვა დროებითი კომისიის საქმიანობის საფუძვლები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 71 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/71

1. სხვა დროებითი კომისია (შემდგომ − დროებითი კომისია) არის საპარლამენტო საქმიანობის დროებითი სუბიექტი, რომელიც იქმნება საზოგადოებრივი მნიშვნელობის იმ არამუდმივი ამოცანის შესრულების მიზნით, რომლის შესრულებაც საკითხის კოლეგიურ შესწავლასა და გადაწყვეტას საჭიროებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი კომისიის გარდა, პარლამენტში იქმნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისია, რომლის თავმჯდომარედ პარლამენტი ფრაქციის წარდგინებით ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს.

3. დროებითი კომისია ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.

4. დროებითი კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/70.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/72.md
