---
title: "მუხლი 73. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/73"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "73"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 73. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 73 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/73

1. დროებითი კომისიის თანამდებობის პირები არიან დროებითი კომისიის თავმჯდომარე და დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

2. დროებითი კომისიის თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს დროებით კომისიას პარლამენტში და მის გარეთ;
ბ) ხელმძღვანელობს დროებითი კომისიის საქმიანობას; იწვევს და წარმართავს დროებითი კომისიის სხდომებს;
გ) კოორდინაციას უწევს დროებითი კომისიის წევრთა საქმიანობას;
დ) ხელს აწერს დროებითი კომისიის აქტებს და მისი სხდომების ოქმებს;
ე) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და დროებითი კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე:
ა) დროებითი კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დროებით ასრულებს დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას;
ბ) ასრულებს დროებითი კომისიის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს;
გ) ახორციელებს დროებითი კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/72.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/74.md
