---
title: "მუხლი 74. დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/74"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "74"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 74. დროებითი კომისიის თავმჯდომარისა და დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა და უფლებამოსილების შეწყვეტა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 74 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/74

1. დროებითი კომისიის თავმჯდომარეს, დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს დროებითი კომისიის წევრთაგან, დროებითი კომისიის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დროებითი კომისია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს დროებითი კომისიის წევრთა ერთ მესამედზე მეტს.

3. დროებით კომისიას კომისიის სიითი შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის ინიციატივით უფლება აქვს, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ნებისმიერ დროს თანამდებობიდან გადააყენოს დროებითი კომისიის თავმჯდომარე ან დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადება წარედგინება დროებით კომისიას.

5. დროებითმა კომისიამ ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილებებისა და ინფორმაციის შესახებ უნდა აცნობოს პარლამენტის ბიუროს.
საქართველოს პარლამენტის 2026 წლის 10 ივნისის რეგლამენტი №1683 – ვებგვერდი, 12.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/75.md
