---
title: "მუხლი 83. პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/83"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "83"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 83. პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 83 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/83

1. პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი (შემდგომ – სხდომათა დარბაზი) დაყოფილია ორ იარუსად. პირველ იარუსზე განთავსებულია პლენარული სხდომის სივრცე, ხოლო მეორე იარუსზე − ვიზიტორთა სივრცე.

2. სხდომათა დარბაზში სივრცეების სექტორებად დაყოფა წესრიგდება და სხდომათა დარბაზში პირთა დაშვების წესი განისაზღვრება პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

3. სხდომათა დარბაზში გამოყოფილია სპეციალური ადგილი საქართველოს პრეზიდენტისთვის. სხდომათა დარბაზში საქართველოს პრეზიდენტის შესვლა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და საგანგებოდ ცხადდება.

4. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებსა და უფრაქციო პარლამენტის წევრებს პლენარული სხდომის სივრცეში გამოუყოფს შესაბამის სექტორებს. სექტორში ფრაქციის წევრებისთვის ადგილების მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია. უფრაქციო პარლამენტის წევრების სექტორში პარლამენტის წევრებისთვის ადგილების მიკუთვნების შესახებ გადაწყვეტილებას უფრაქციო პარლამენტის წევრებთან კონსულტაციის საფუძველზე იღებს პარლამენტის თავმჯდომარე.

5. სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საქმიანი ან ეროვნული.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/82.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/84.md
