---
title: "მუხლი 91. კენჭისყრის ფორმა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/91"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "91"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 91. კენჭისყრის ფორმა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 91 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/91

1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა არის ღია (ხელის აწევა, კენჭისყრის ელექტრონული სისტემით გვარების ამობეჭდვა, სახელობითი ბიულეტენებით კენჭისყრა, აგრეთვე ბიულეტენების გარეშე − სახელობითი კენჭისყრა ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში) ან ფარული (კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენებით ან ბიულეტენებით კენჭისყრა ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში).

2. კენჭისყრა ღიაა, გარდა საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ფარული კენჭისყრის წინ პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე აცხადებს კენჭისყრის ფორმას.

4. კენჭისყრის ელექტრონული სისტემის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში შეიძლება გაიმართოს სახელობითი კენჭისყრა (ბიულეტენების გარეშე, პარლამენტის წევრთა სიის ამოკითხვით). კენჭისყრის აღნიშნული ფორმით გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით (ხელის აწევით), პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეოთხედისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/90.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/92.md
