---
title: "მუხლი 93. ფრაქციის თავისუფალი ტრიბუნა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/93"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "93"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 93. ფრაქციის თავისუფალი ტრიბუნა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 93 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/93

ფრაქციას უფლება აქვს, პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ ისარგებლოს 30-წუთიანი გამოსვლით. აღნიშნული საკითხის დასმა ფრაქციას შეუძლია პლენარული სხდომის მსვლელობისას სხდომის თავმჯდომარისადმი ზეპირად მიმართვით, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. ფრაქციას გამოსვლისთვის დრო ეძლევა პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების დასრულების შემდეგ ან სხვა დროს, პლენარული სხდომების მიმდინარე კვირაში, სხდომის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
კარი IV. საკანონმდებლო პროცესი
თავი XIII. საკანონმდებლო პროცესის წარმართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/92.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/94.md
