---
title: "მუხლი 94. საკანონმდებლო ინიციატივა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/94"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "94"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 94. საკანონმდებლო ინიციატივა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 94 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/94

1. საკანონმდებლო პროცესი იწყება საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტის მიერ კანონპროექტის მომზადებითა და პარლამენტისთვის წარდგენით, მათ შორის, ოფიციალური ელექტრონული რესურსების გამოყენებით.

2. საქართველოს კონსტიტუციის 45-ე მუხლის შესაბამისად, საკანონმდებლო ინიციატივის უფლება აქვთ: საქართველოს მთავრობას, პარლამენტის წევრს, კომიტეტს, ფრაქციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, არანაკლებ 25 000 ამომრჩეველს.

3. მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი და მთავრობის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ კანონის პროექტი.

4. მხოლოდ პარლამენტის წევრი, კომიტეტი, ფრაქცია არის უფლებამოსილი, პარლამენტს წარუდგინოს რეგლამენტის პროექტი.

5. კანონპროექტი, რომლის ავტორია საქართველოს მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ან აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, არ შეიძლება საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინოს პარლამენტის წევრმა, ფრაქციამ ან კომიტეტმა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/93.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/95.md
