---
title: "მუხლი 95. საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/95"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "95"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 95. საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 95 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/95

1. საქართველოს მთავრობა ვალდებულია თავისი კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს წარუდგინოს წელიწადში ორჯერ, თითო სასესიო პერიოდისთვის. საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 31 იანვრისა, ხოლო საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა – არაუგვიანეს 31 აგვისტოსი.

2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს აგრეთვე ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც არ არის გათვალისწინებული მისი კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/94.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/96.md
