---
title: "მუხლი 98. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
url: "https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/98"
law: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი"
article: "98"
identifier: "matsne 6494611"
adopted: "2025-05-13"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 98. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნები — საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 98 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/98

1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის ინფორმაცია კანონპროექტის თაობაზე და იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნები.

2. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი ამზადებს დასკვნას შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:
ა) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს;
ბ) საჭიროა თუ არა ახალი კანონის მიღება;
გ) შეესაბამება თუ არა ან ხომ არ ეწინააღმდეგება კანონპროექტი საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს;
დ) ამომწურავია თუ არა გასაუქმებელი ნორმატიული აქტების ნუსხა, იმ საკანონმდებლო აქტების პროექტების ნუსხა, რომლებშიც ცვლილების შეტანა აუცილებელია;
ე) შეესაბამება თუ არა კანონპროექტი ევროპის კავშირის კანონმდებლობას.

3. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი ამზადებს დასკვნას შემდეგ საკითხებზე:
ა) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
გ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/97.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6494611-sakartvelos-parlamentis-reglamenti/99.md
