---
title: "მუხლი 10. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადება — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/10"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "10"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 10. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადება — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/10

1. მოვალეს შეუძლია მოითხოვოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადება, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, შეიმუშაოს რეაბილიტაციის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებების გეგმა და შეათანხმოს იგი კრედიტორებთან. რეაბილიტაციის გეგმა უნდა ეფუძნებოდეს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნას.

2. თუ მოვალე თავის განცხადებაში დამაჯერებლად ამტკიცებს საწარმოს რეაბილიტაციის შესაძლებლობას, სასამართლო იღებს განჩინებას გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების შესახებ. განჩინების მიღებამდე სასამართლოს შეუძლია მოუსმინოს მოვალის საწარმოთი დაინტერესებულ სხვა პირებს ან სახელმწიფო ორგანოებს, რათა დაადგინოს მოვალის საწარმოს რეაბილიტაციის მიზანშეწონილობა.

3. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების პერიოდი არ უნდა იყოს ექვს კვირაზე ნაკლები და სამ თვეზე მეტი.

4. თუ მოვალე განსაზღვრულ ვადაში წარადგენს რეაბილიტაციის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებების გეგმას და იმ კრედიტორთა თანხმობას, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა ოდენობის 50%-ზე მეტს, სასამართლო ამ დოკუმენტების წარდგენიდან ხუთი დღის ვადაში იღებს განჩინებას საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. რეაბილიტაცია განხორციელდება ამ კანონის III 1 თავით დადგენილი წესით.

5. თუ მოვალე სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ვერ წარადგენს რეაბილიტაციის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებების გეგმას და კრედიტორთა თანხმობას, მაშინ სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/11.md
