---
title: "მუხლი 11. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/11"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "11"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 11. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/11

1. გაკოტრების საქმის წარმოება გახსნილად მიიჩნევა, თუ სასამართლოს მიერ მიღებულია შესაბამისი განჩინება (საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილება). ამ განჩინებ ით:
ა) ვალაუვალ მოვალეს აეკრძალა თავისი ქონების განკარგვა;
ბ) მოწესრიგდება ვალაუვალი მოვალის ქონების მართვის საკითხი და დაინიშნება გაკოტრების მმართველი;
გ) ვალაუვალი მოვალის ყველა კრედიტორს დაევალება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში (მოთხოვნათა წაყენების ვადა) წარუდგინონ სასამართლოს თავიანთი მოთხოვნები შესაბამის ვალუტაში თანხისა და ვალის საფუძვლის ჩვენებით, აგრეთვე ეცნობებათ, რომ ამ ვადის გასვლის შემთხვევაში განაწილება მოხდება მათი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, კრედიტორთა მიერ წარდგენილი მოთხოვნები ჩაიწერება სასამართლოს მიერ დამტკიცებულ მოთხოვნების ცხრილში;
დ) ყველა იმ პირს, რომელსაც ვალაუვალი მოვალე ქონებას მიკუთვნებულ ნივთზე აქვს საკუთრების ან გირავნობის მოთხოვნის უფლება, დაევალება მოთხოვნათა წაყენების ვადაში განაცხადონ გაკოტრების მმართველთან ამ უფლების შესახებ;
ე) პირს, რომელიც ფლობს ვალაუვალი მოვალის ქონების მიკუთვნებულ რაიმე ნივთს ან ვალდებულია მოვალის მიმართ რაიმეს შესრულებაზე, აეკრძალება ნივთის დაბრუნება ან ამ ვალდებულების შესრულება და დაევალება შესრულება მხოლოდ გაკოტრების მმართველის მიმართ;
ვ) განისაზღვრება საქმის წარმოების გახსნის დღე და საათი;
ზ) მოიწვევა კრედიტორთა პირველი კრება, სასამართლოს მიერ განისაზღვრება კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელი კრების ჩატარების დრო და ადგილი, რის შესახებაც ეცნობებათ კრედიტორებს.

2. სასამართლო საქმის წარმოების გახსნის გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს ყველა იმ ბანკს, რომელთანაც ვალაუვალ მოვალეს აქვს საქმიანი ურთიერთობა.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/12.md
