---
title: "მუხლი 12. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინების გამოქვეყნება — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/12"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "12"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 12. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინების გამოქვეყნება — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/12

1. განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს პრესის ან ელექტრონული ინფორმაციის საშუალებით, აგრეთვე სასამართლოს დაფაზე ან სასამართლოს ოფიციალურ ბიულეტენში. განჩინების გავრცელებიდან 2 დღის შემდეგ გამოქვეყნება შესრულებულად ითვლება გაკოტრების საქმის წარმოების ყველა მონაწილის მიმართ. საჭიროების შემთხვევაში სასამართლო უზრუნველყოფს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინების გამოქვეყნებას იმ სახელმწიფოებშიც, სადაც იმყოფებიან გაკოტრების საქმესთან დაკავშირებული პირები ან არის გაკოტრების მასის კუთვნილი ნაწილი. გამოქვეყნდება განჩინების მხოლოდ შესავალი და სარეზოლუციო ნაწილები.

2. განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ცენტრალურ და ადგილობრივ პრესაში. პერიოდულ გამოცემებს კონკურსის წესით შეარჩევს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში –შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრი.

3. განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ უნდა გაეგზავნოს:
ა) კავშირგაბმულობის შესაბამის განყოფილებას;
ბ) მარეგისტრირებელ უწყებებს მოთხოვნით, მონაცემი გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ შეიტანონ შესაბამისად საჯარო ან სამეწარმეო რეესტრში.

4. სასამართლომ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განჩინება უნდა გაუგზავნოს აგრეთვე იმ პირებს, რომლებმაც მოთხოვნათა წაყენების ვადის გასვლამდე განაცხადეს, რომ ვალაუვალი მოვალის მიმართ აქვთ მოთხოვნები და სხვა უფლებები, ან რომლებმაც ვალაუვალი მოვალის მიმართ უნდა შეასრულონ ვალდებულებები.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41
თავი მეორე
გაკოტრების საქმის წარმოება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/13.md
