---
title: "მუხლი 14. უზრუნველყოფის განსაკუთრებული ღონისძიებები — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/14"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "14"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 14. უზრუნველყოფის განსაკუთრებული ღონისძიებები — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/14

1. გაკოტრების მასის უზრუნველყოფის მიზნით სასამართლოს შეუძლია, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლში მითითებული უზრუნველყოფის საერთო ღონისძიებებისა, ვალაუვალი მოვალის მიმართ განახორციელოს შემდეგი განსაკუთრებული ღონისძიებები:
ა) ვალაუვალი მოვალის იძულებით მიყვანა სასამართლოში იმ მონაცემების წარდგენის მიზნით, რომელთა მიწოდების ვალდებულებაც მას ამ კანონით ეკისრება;
ბ) საფოსტო და სატელეგრაფო გზავნილების დაკავება და გაკოტრების მმართველისათვის მათი გადაცემა.

2. საქმის გარემოებიდან გამომდინარე სასამართლომ შეიძლება განახორციელოს უზრუნველყოფის სხვა განსაკუთრებული ღონისძიებებიც.

3. გაკოტრების მასის უზრუნველყოფის მიზნით განსაკუთრებული ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე გაკოტრების განცხადების განხილვის წარმოებისას.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/15.md
