---
title: "მუხლი 16. ორმხრივი ხელშეკრულების შესრულება — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/16"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "16"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 16. ორმხრივი ხელშეკრულების შესრულება — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 16 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/16

1. თუ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის ორმხრივი ხელშეკრულება მოვალისა და სხვა მხარის მიერ შეუსრულებელია ან ნაწილობრივ არის შესრულებული, გაკოტრების მმართველს შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულება ან უარი თქვას მასზე და უარის შემთხვევაში მეორე მხარეს არ უნდა ჰქონდეს პრივილეგირებული მოთხოვნა.

2. ვალაუვალი მოვალის საწარმოში არსებული შრომითი ურთიერთობები, განურჩევლად მათი შეწყვეტის შეთანხმებული ვადისა, შეიძლება შეწყვიტოს გაკოტრების მმართველმა ან მუშაკმა ორკვირიანი ვადით.

3. ვალაუვალი მოვალის ქირავნობის ან საიჯარო ურთიერთობები ძალაში რჩება. თუ მოვალე დამქირავებელი ან მოიჯარეა, მაშინ გაკოტრების მმართველს შეუძლია კანონით დაწესებული ვადის დაცვით შეწყვიტოს ეს ურთიერთობები მათი შეწყვეტის შეთანხმებული ვადის მიუხედავად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/15.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/17.md
