---
title: "მუხლი 18. გაკოტრების ტაბულა — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/18"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "18"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 18. გაკოტრების ტაბულა — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/18

1. გაკოტრების სასამართლომ მოთხოვნების ცხრილის საფუძველზე უნდა შეადგინოს გაკოტრების ტაბულა გაკოტრების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგი რიგითობით:
ა) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე სამი თვის ხელფასისა და ხელფასის განაკვეთების მოთხოვნები, თუ ეს მოთხოვნები პირველ რიგში არ უნდა დაკმაყოფილდეს მე-19 მუხლის შესაბამისად;
ა 1 ) საქმისწარმოების გახსნამდე გადასახდელი გადასახადები და მოსაკრებლები, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნები.
ბ) არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები, მათ შორის ბანკების მოთხოვნები ინვესტირებული ფულადი კრედიტების დასაბრუნებლად და საქონლის მიმწოდებლის მოთხოვნები საწარმოს მიმართ;
გ) სოციალური დაზღვევის ორგანოს, საპენსიო და სამედიცინო ფონდების, აგრეთვე უმუშევრობის დაზღვევის მოთხოვნები;
დ) (ამოღებულია - 14.02.02 №1286);
ე) სხვა მოთხოვნები.

2. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება მას შემდეგ, რაც სრულად დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნა. თუ გასანაწილებელი გაკოტრების მასა არ არის საკმარისი ერთი რიგის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებისათვის, მაშინ ისინი დაკმაყოფილდება მათი მოცულობის პროპორციულად.

3. კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ სხდომაზე ყოველი წარმოდგენილი მოთხოვნა განიხილება ცალ-ცალკე მისი მოცულობისა და რიგის მიხედვით და გაკოტრების ყოველ კრედიტორს და გაკოტრების მმართველს ეძლევათ თავისი აზრის გამოხატვისა და დავის შესაძლებლობა. მოვალემ განმარტება უნდა მისცეს მოთხოვნების ირგვლივ. სასამართლომ ყოველი მოთხოვნის შემოწმების შემდეგ შემოწმების შედეგი უნდა შეიტანოს გაკოტრების ტაბულაში.

4. სადავო მოთხოვნის მქონე კრედიტორს შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა შემდავებლის წინააღმდეგ მხოლოდ საჩივრის შეტანით. თუ სადავო მოთხოვნა ეფუძნება სააღსრულებო დოკუმენტს, მაშინ გაკოტრების მმართველმა ან თავად მოდავე კრედიტორმა უნდა აღძრას სარჩელი, რომელსაც განიხილავს სასამართლო კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41
საქართველოს 2002 წლის 14 თებერვლის კანონი №1286 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.20

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/19.md
