---
title: "მუხლი 19. გაკოტრების მასის მოთხოვნები — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/19"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "19"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 19. გაკოტრების მასის მოთხოვნები — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/19

გაკოტრების მმართველმა, სასამართლოს თანხმობით, არსებული სახსრებიდან პირველ რიგში და შემდეგი თანამიმდევრობით უნდა გადაიხადოს:
ა) გაკოტრების საქმის განმხილველი სასამართლოს სპეციალური ნებართვით ვალაუვალი მოვალის ოჯახის წევრებისა და მის კმაყოფაზე მყოფი პირებისათვის გაკოტრების მასიდან გასაცემი მინიმალურად აუცილებელი შესანახი თანხა:
ბ) ქონების მართვის, მათ შორის ხელშეკრულების დადების ან შესრულების, ან ვალაუვალი მოვალის მოთხოვნებისა და უფლებების განხორციელების, აგრეთვე გირავნობის უფლებების გამოყენების შედეგად წარმოქმნილი ხარჯები;
გ) სასამართლო ხარჯები, გაკოტრების მმართველის გასამრჯელო, აგრეთვე კრედიტორთა კომიტეტის წევრთა გასამრჯელო, თუ ამას დაადგენს სასამართლო.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/20.md
