---
title: "მუხლი 2. გაკოტრებაუნარიანობა და გაკოტრების საფუძვლები — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/2"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "2"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 2. გაკოტრებაუნარიანობა და გაკოტრების საფუძვლები — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/2

1. გაკოტრებაუნარიანობა (გაკოტრებადობა) სახეზეა, როდესაც შესაძლებელია გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა პირის ქონებაზე ან ქონების განცალკევებულ მასაზე. გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება გაიხსნას მოვალის – ნებისმიერი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე არარეგისტრირებული კავშირის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული ამხანაგობის ქონებაზე. სახელმწიფო, მისი ადმინისტრაციული ერთეული და საჯარო სამართლის იურიდიული პირი გაკოტრებას არ ექვემდებარებიან.

2. გაკოტრების საფუძველი ასახავს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მომენტისათვის არსებულ მოვალის ეკონომიკურ მდგომარეობას. გაკოტრების ზოგადი საფუძვლებია მოვალის გადახდისუუნარობა, აგრეთვე მისი ზედავალიანება, თუ მოვალე იურიდიული პირია. მოვალის განცხადების შემთხვევაში გაკოტრების საფუძველია აგრეთვე მოსალოდნელი გადახდისუუნარობა.

3. მოვალის გადახდისუუნარობა სახეზეა, როდესაც მას არ შეუძლია შეასრულოს ვადამოსული გადახდის ვალდებულებები. მოვალის გადახდისუუნარობა ივარაუდება, თუ მოვალე ზოგადად შეწყვეტს ვალების გადახდას.

4. ზედავალიანება სახეზეა, როდესაც მოვალის ქონება (აქტივი) ვეღარ ფარავს მის ვალდებულებებს (პასივს). მოვალის საწარმოს ქონების შეფასებას საფუძვლად უნდა დაედოს ამ საწარმოს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუ იგი სავარაუდოა არსებული გარემოებებიდან გამომდინარე.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №808 - სსმ I, №33, 31.07.1997 წ., გვ.31
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/3.md
