---
title: "მუხლი 20. საკუთრების ან გირავნობის უფლების მქონე მესამე პირი — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/20"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "20"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 20. საკუთრების ან გირავნობის უფლების მქონე მესამე პირი — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 20 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/20

1. საგანი, რომელიც მესამე პირს ეკუთვნის არა მხოლოდ უზრუნველყოფის მიზნით, გაკოტრების მმართველმა უნდა დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს. თუ გაკოტრების მმართველი უარს იტყვის დაბრუნებაზე, უფლებამოსილ პირს შეუძლია აღძრას სარჩელი და მოითხოვოს ნივთის დაბრუნება ან თავის უფლების დადასტურება შესაბამისად გამოიყენება ამ კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი.

2. საგანი, რომელიც მესამე პირს ეკუთვნის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე საგანი, რომელიც გირავნობის უფლებით არის დატვირთული, შეიძლება გაყიდოს გაკოტრების მმართველმა. რეალიზაციის შედეგად მიღებული ამონაგებიდან, თუ იგი საკმარისი იქნება, დაკმაყოფიდება მესამე პირის, როგორც გაკოტრების კრედიტორს მიკუთვნებული მოთხოვნა არა უმეტეს 3/4-ის ოდენობით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; დანარჩენი თანხა შენატანის სახით გმოიყენება რეალიზაციისა და გაკოტრების წარმოების ხარჯების დასაფარავად (პროცესი შენატანი). თუ გაკოტრების მმართველი გაასაჩივრებს უფლების არსებობას, უფლებამოსილ პირს შეუძლია აღძრას სარჩელი მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად.

3. იმ ნივთის რეალიზაცია, რომლის მიმართაც პრეტენზია აქვს მესამე პირს, უნდა გადაიდოს საკუთრების ან გირავნობის უფლების არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/19.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/21.md
