---
title: "მუხლი 21. დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნა — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/21"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "21"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 21. დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნა — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/21

1. გაკოტრების საქმის განმხილველმა სასამართლომ გაკოტრების ტაბულაში უნდა ჩაწეროს ის გაცხადებული მოთხოვნებიც, რომლებიც შემოვა მოთხოვნათა წაყენების ვადის გასვლის შემდეგ. ისინი უნდა შემოწმდეს კრედიტორთა მოთხოვნების შესამოწმებელ დამატებით სხდომაზე. 27-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით საბოლოო სიის დამტკიცების შემდეგ დაუშვებელია დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნების დადგენა დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმ თანხიდან, რომელიც დარჩება გაკოტრების მასაში გაკოტრების კრედიტორებზე მისი განაწილების შემდეგ.

2. დაგვიანებით გაცხადებული და დაუდგენელი მოთხოვნების დოკუმენტები უნდა დაბრუნდეს იმის მითითებით, რომ ეს მოთხოვნები გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ შეიძლება წაუყენონ ვალაუვალ მოვალეს 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/22.md
