---
title: "მუხლი 22². კრედიტორთა კომიტეტი — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/22-2"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "22^2"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 22². კრედიტორთა კომიტეტი — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 22² (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/22-2

1. კრედიტორთა კრებას შეუძლია შექმნას კრედიტორთა კომიტეტი, რომელიც შედგება გაკოტრების კრედიტორებისა და სხვა კომპეტენტური პირებისაგან. კრედიტორთა კომიტეტის წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს კრედიტორთა კრება. საჭიროების შემთხვევაში გაკოტრების სასამართლოს შეუძლია კრედიტორთა კრების მიერ კომიტეტის წევრთა არჩევამდე შექმნას კრედიტორთა დროებითი კომიტეტი.

2. კრედიტორთა კომიტეტი ვალდებულია დაეხმაროს და კონტროლი გაუწიოს გაკოტრების მმართველს მისი საქმიანობის განხორციელებისას. იგი უფლებამოსილია გაკოტრების მმართველს მოსთხოვოს მოხსენებისა და საფინანსო ანგარიშის წარდგენა და უშუალოდ გააკონტროლოს იგი. კრედიტორთა კომიტეტის თანხმობას საჭიროებს გაკოტრების მმართველის იურიდიული ქმედებები, მათ შორის, კრედიტის მიღება, ვალდებულებების აღება, მიწის ნაკვეთების შეძენა ან გასხვისება, გაკოტრების მასისათვის სასამართლო პროცესების წარმართვა და სხვა ქმედებები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ სამართავი ქონების მდგომარეობაზე და რომლებიც გამოწვეულია საწარმოს საქმიანობის გაგრძელებით.

3. კრედიტორთა კომიტეტი გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.

4. კრედიტორთა კომიტეტის წევრის გასამრჯელოსა და ხარჯების ანაზღაურების საკითხს წყვეტს გაკოტრების სასამართლო.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41
თავი მესამე
საგაკოტრებო მორიგება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/22-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/23.md
