---
title: "მუხლი 23. სამომრიგებლო ინიციატივა და წინადადებები — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/23"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "23"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 23. სამომრიგებლო ინიციატივა და წინადადებები — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/23

1. გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება დასრულდეს საგაკოტრებო მორიგებით.

2. საგაკოტრებო მორიგების თაობაზე გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოში განცხადების შეტანის უფლება აქვს ვალაუვალ მოვალეს, გაკოტრების ყოველ კრედიტორს, კრედიტორთა კრებას ან კრედიტორთა კომიტეტს, ყოველ პარტნიორს ან კაპიტალის მფლობელს, აგრეთვე გაკოტრების მმართველს. სამომრიგებლო წინადადების შემუშავება ეკისრება გაკოტრების მმართველს, რაც არ უშლის სხვა ნებისმიერი განმცხადებლის მიერ განსხვავებული წინადადების წარდგენას. ამას გარდა, სასამართლოს შეუძლია თავადაც შეიმუშაოს წინადადება.

3. სამომრიგებლო წინადადებაში უნდა მიეთითოს, თუ როგორ უნდა დააკმაყოფილონ კრედიტორები, მოხდეს თუ არა მათი უზრუნველყოფა და რა სახით. ამასთან, უზრუნველყოფილი და პრივილეგირებული კრედიტორები უნდა დაკმაყოფილდნენ არანაკლებ ორი მესამედით მაინც. ერთი რიგის ყველა კრედიტორს მიენიჭება თანაბარი უფლებები.

4. სამომრიგებლო წინადადება შეიძლება ითვალისწინებდეს ვალაუვალი მოვალის საწარმოს საქმიანობის გაგრძელებას რეაბილიტაციის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელებით, აგრეთვე მესამე პირისათვის საწარმოს გადაცემას მისი საქმიანობის შემდგომი გაგრძელების მიზნით.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/22-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/24.md
