---
title: "მუხლი 25². რეაბილიტაციის წინაპირობები — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-2"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "25^2"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 25². რეაბილიტაციის წინაპირობები — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 25² (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-2

1. რეაბილიტაცია ხორციელდება მხოლოდ იმ მოვალე იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თუ არსებობს მოვალის შეთანხმება კრედიტორებთან რეაბილიტაციის შესახებ ან გაკოტრების სასამართლოს ძალაში შესული განჩინება საგაკოტრებო მორიგების დამტკიცების შესახებ.

2. რეაბილიტაცია განხორციელდება, თუ არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ აღდგება მოვალის საწარმოს ლიკვიდურობა და თავიდან იქნება აცილებული ლიკვიდაცია.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-3.md
