---
title: "მუხლი 25⁴. რეაბილიტაციის მმართველი — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-4"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "25^4"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 25⁴. რეაბილიტაციის მმართველი — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 25⁴ (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-4

1. რეაბილიტაციის მმართველი უნდა იყოს სათანადო გამოცდილების მქონე, მოვალისა და კრედიტორებისაგან დამოუკიდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი. დაუშვებელია რეაბილიტაციის მმართველად იმ პირის არჩევა (დამტკიცება), რომელიც ეწევა იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე. კრედიტორებთან შეთანხმებით რეაბილიტაციის მმართველად შეიძლება არჩეულ იქნეს აგრეთვე მოვალე, თუ გაკოტრების განცხადება შეტანილია მოვალის მიერ და რეაბილიტაცია ხორციელდება გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების შესახებ განჩინების საფუძველზე.

2. კრედიტორებს რეაბილიტაციის მმართველს ასარჩევად წარუდგენს მოვალე, ხოლო საგაკოტრებო მორიგებისას რეაბილიტაციის მმართველს კონკურსის წესით ირჩევენ კრედიტორები. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია უზრუნველყოფილი კრედიტორებისა და გაკოტრების იმ კრედიტორების თანხმობა, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა არანაკლებ 2/3-ს. რეაბილიტაციის არჩეულ მმართველს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს, ამტკიცებს გაკოტრების სასამართლო.

3. რეაბილიტაციის მმართველი ირჩევა (მტკიცდება) რეაბილიტაციის განხორციელების ვადით.

4. რეაბილიტაციის მმართველი თავისი მოვალეობების შესრულებაზე პასუხისმგებელია მოვალისა და კრედიტორების წინაშე. ზიანის მიყენების შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის მმართველი ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანი მისი ბრალით არ იყო გამოწვეული, ეკისრება მისი სრული ოდენობით ანაზღაურება.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-5.md
