---
title: "მუხლი 25⁵. რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილებანი — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-5"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "25^5"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 25⁵. რეაბილიტაციის მმართველის უფლებამოსილებანი — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 25⁵ (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-5

1. რეაბილიტაციის მმართველი ახორციელებს რეაბილიტაციის გეგმას, აგრეთვე მართავს და განკარგავს მოვალის ქონებას ამ კანონისა და რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად. რეაბილიტაციის მმართველს უფლება აქვს რეაბილიტაციის მიზნის მისაღწევად განახორციელოს ნებისმიერი მართლზომიერი ქმედება.

2. კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით რეაბილიტაციის მმართველს უფლება აქვს განკარგოს მოვალის უძრავი ქონება, აგრეთვე დადოს გარიგებები, რომელთა ღირებულებაც აღემატება მოვალის ქონების 20%-ს ან რომლებიც სცილდება რეაბილიტაციის გეგმას.

3. თუ რეაბილიტაციის შემდეგ წარმოშობილი ფულადი ვალდებულებების ოდენობა აღემატება რეაბილიტაციის დაწყების მომენტისათვის არსებული ვალდებულებების მთლიანი თანხის 20%-ს, მაშინ რეაბილიტაციის მმართველს მხოლოდ კრედიტორთა კომიტეტის თანხმობით აქვს უფლება დადოს ისეთი გარიგებები, რომლებიც აფუძნებენ მოვალის ახალ ფულად ვალდებულებებს.

4. რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია კრედიტორთა კრებას ან კრედიტორთა კომიტეტს თვეში არანაკლებ ერთხელ, აგრეთვე მათი მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ანგარიში განხორციელებული საქმიანობის შესახებ და აცნობოს დადებული გარიგებების თაობაზე.

5. რეაბილიტაციის მმართველს უფლება აქვს სადავო გახადოს მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე დადებული გარიგება, თუ იგი არ იქნა შეცილებული გაკოტრების მმართველის მიერ ამ კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-6.md
