---
title: "მუხლი 25⁶. რეაბილიტაციის მმართველის გასამრჯელო — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-6"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "25^6"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 25⁶. რეაბილიტაციის მმართველის გასამრჯელო — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 25⁶ (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-6

1. რეაბილიტაციის მმართველის გასამრჯელო გადაიხდება მოვალის ქონებიდან. გასამრჯელოს ოდენობას და გადახდის წესს განსაზღვრავენ კრედიტორები, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა ოდენობის 50%-ზე მეტს.

2. გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე რეაბილიტაციის მმართველს აუნაზღაურდება შესაბამისი ხარჯები.

3. რეაბილიტაციის მმართველს შეიძლება მიეცეს პრემია მისი საქმიანობის შედეგების გათვალისწინებით.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-7.md
