---
title: "მუხლი 25. საგაკოტრებო მორიგების შედეგები — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "25"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 25. საგაკოტრებო მორიგების შედეგები — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25

1. დამტკიცებული და ძალაში შესული მორიგება მოქმედებს, აგრეთვე, გაკოტრების იმ კრედიტორთა მიმართ, რომლებიც არ მონაწილეობდნენ საქმის წარმოებასა ან კენჭისყრაში, ანდა ხმა მისცეს მორიგების წინააღმდეგ.

2. (ამოღებულია - 10.04.01 №848).

3. ძალაში შესული მორიგების პირობების დარღვევისას, მორიგების დამტკიცების შესახებ დადგენილებისა და გაკოტრების ტაბულიდან ამონაწერის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს აღსრულება ზოგადი წესების შესაბამისად. ამასთან, კრედიტორს განცხადების საფუძველზე გაკოტრების ტაბულიდან გამომდინარე მიეცემა სააღსრულებო ფურცელი, აგრეთვე მორიგების და მისი დამტკიცების შესახებ დადგენილების ასლები.

4. თავდაპირველი მოთხოვნის შესაბამისად სარჩელის აღძვრა აღარ შეიძლება.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41
თავი III 1 . რეაბილიტაცია
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-1.md
