---
title: "მუხლი 26. ქონების რეალიზაცია და მოთხოვნების შესრულება — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/26"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "26"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 26. ქონების რეალიზაცია და მოთხოვნების შესრულება — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 26 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/26

1. გაკოტრების მმართველმა გაკოტრების მასა უნდა გაყიდოს მასისათვის რაც შეიძლება უკეთესი პირობებით, ხოლო ამონაგები გაანაწილოს საბოლოო ცხრილის მიხედვით.

2. გაკოტრების მმართველის განცხადების საფუძველზე, თუ ამ განცხადებას ეთანხმებიან ის კრედიტორები, რომლებიც ფლობენ მოთხოვნათა ოდენობის 50%-ზე მეტს, შეიძლება შეწყდეს ქონების რეალიზაცია ან გაკოტრების სასამართლოს დადგენილებით გადაიდოს გარკვეული ვადით. ეს ვადა სასამართლოს დადგენილებით შეიძლება გაგრძელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად.

3. რეალიზაციის დამთავრების შემდეგ, გაკოტრების მმართველმა უნდა შეადგინოს საბოლოო ცხრილი გაკოტრების ტაბულის საფუძველზე.

4. თავისი თანამდებობრივი მოვალეობების დასრულებისას, გაკოტრების მმართველმა კრედიტორთა კრებას უნდა წარუდგინოს საბოლოო ანგარიში. მოცემული ანაგარიში შესაბამის დოკუმენტებთან ერთად, ხოლო თუ დანიშნულია კრედიტორთა კომიტეტი, მის შენიშვნებთან ერთად, უნდა წარედგინოს გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს მონაწილეთათვის გასაცნობად სასამართლო სხდომამდე არა უგვიანეს სამი დღისა. ვალაუვალ მოვალესა და ნებისმიერ კრედიტორს უფლება აქვთ აღძრან შეგებებული სარჩელი საბოლოო ანგარიშის წინააღმდეგ. თუ შეგებებული სარჩელი არ აღიძვრება სხდომაზე, ანგარიში ჩაითვლება მოწონებულად და აღიარებულად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/25-7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/27.md
