---
title: "მუხლი 27¹. წინასწარი განაწილება — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/27-1"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "27^1"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 27¹. წინასწარი განაწილება — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 27¹ (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/27-1

1. გაკოტრების მმართველმა ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაკმაყოფილება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მოთხოვნების შესამოწმებელი ძირითადი სხდომის ჩატარების შემდეგ და სასამართლოს წინასწარი თანხმობით.

2. გაკოტრების მმართველს შეუძლია, თუ მას აქვს ფულადი სახსრები და სრულადაა დაფარული ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვ-ნები, დაფაროს ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ა 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები მასის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების ნაწილით (წინასწარი განაწილება). წინასწარი განაწილების დროს დაუშვებელია დაგვიანებით გაცხადებული მოთხოვნების დაკმაყოფილება.

3. წინასწარი განაწილება ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების მიმართ შეიძლება განხორციელდეს მას შემდეგ, რაც დაიფარება ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. თუ არჩეულია (დანიშნულია) კრედიტორთა კომიტეტი, წინასწარი განაწილებისათვის აუცილებელია მისი თანხმობა.

5. ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების მიმართ წინასწარი განაწილებისათვის გადასახდელ პროცენტულ განაკვეთს, ამ მოთხოვნების მოცულობის პროპორციულობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს გაკოტრების მმართველი, ხოლო კრედიტორთა კომიტეტის არსებობის შემთხვევაში, გაკოტრების მმართველის განცხადების საფუძველზე – კრედიტორთა კომიტეტი. გაკოტრების მმართველს შეუძლია წინასწარი განაწილების დროს სასამართლოს თანხმობით სრულად დაფაროს ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები მასის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგებით.

6. წინასწარი განაწილების შემდეგ გაკოტრების მმართველმა უნდა შეადგინოს ამის შესახებ ანგარიში, რომელიც უნდა შეამოწმოს სასამართლომ.
საქართველოს 2005 წლის 2 ივნისის კანონი №1498 - სსმ I, №30, 24.06.2005წ., მუხ.185

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/27.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/28.md
