---
title: "მუხლი 27. განაწილება — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/27"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "27"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 27. განაწილება — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/27

1. საბოლოო ცხრილი უნდა განიხილონ კრედიტორთა უკანასკნელ კრებაზე კრედიტორებთან და გაკოტრების მმართველთან ერთად. კრებაზე უნდა შესწორდეს საბოლოო ცხრილი, შევიდეს მასში ცვლილებები ან დამატებები და ამის შემდეგ დაამტკიცოს სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით.

2. საბოლოო ცხრილის დამტკიცების შემდეგ, გაკოტრების მმართველმა უნდა გაანაწილოს ამონაგები და იმ კრედიტორს, რომლის მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ არ შესრულდა, აცნობოს, რომ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა ვალაუვალი მოვალის მიმართ შეიძლება წარედგინოს იძულებითი აღსრულების გზით. კრედიტორებს მიეცემათ სააღსრულებო ფურცლის ასლები გაკოტრების ტაბულიდან. ტაბულის ამონაწერიდან აღსრულებების სანაცვლოდ სასამართლოს შეუძლია ცალკეულ შემთხვევაში თავისი გადაწყვეტილებით უზრუნველყოს ვალაუვალი მოვალის სააღსრულებო დაცვა ამ უკანასკნელის განცხადებით ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ნივთი, რომელიც ვერ გაიყიდა, შეიძლება შეფასებითი ღირებულებით გადაეცეს კრედიტორებს აღიარებული მოთხოვნების ჩათვლის სახით. სხვა შემთხვევაში იგი დაუბრუნდება მოვალეს.

4. განაწილების შემდეგ გაკოტრების მმართველმა უნდა შეადგინოს ამის შესახებ საბოლოო ანგარიში, რომელიც უნდა შეამოწმოს სასამართლომ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/27-1.md
