---
title: "მუხლი 28. დამატებითი განაწილება — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/28"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "28"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 28. დამატებითი განაწილება — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 28 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/28

1. თუ საბოლოო განაწილების დასრულების შემდეგ გაკოტრების მმართველის მიერ გაკოტრების მასაში შეჩერებული თანხები გამოთავისუფლდება იმავე მასის სასარგებლოდ ან გაკოტრების მასიდან გაცემული თანხა მასვე დაუბრუნდა, გაკოტრების მმართველი სასამართლოს მითითებით დამატებით გაანაწილებს მათ საბოლოო ცხრილის საფუძველზე. ასეთი თანხების მართვის და განაწილების შესახებ წარსადგენი ანგარიში უნდა შეამოწმოს სასამართლომ.

2. იგივე წესი მოქმედებს, თუ საბოლოო განაწილების ან საქმის წარმოების დამთავრების შემდეგ აღმოჩნდება გაკოტრების მასას მიკუთვნებული ქონების ობიექტები.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/27-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/29.md
