---
title: "მუხლი 29¹. გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების საფუძვლები — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/29-1"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "29^1"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 29¹. გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების საფუძვლები — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 29¹ (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/29-1

1. გაკოტრების საქმის წარმოება შეიძლება დამთავრდეს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების ან შეწყვეტის შემთხვევაში. სასამართლო გაკოტრების საქმის წარმოების დამთავრების შესახებ იღებს შესაბამის დადგენილებას.

2. გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება:
ა) ამონაგების განაწილების და სასამართლოს მიერ გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშისა და საბოლოო მოხსენების შემოწმების შემდეგ;
ბ) საგაკოტრებო მორიგების დამტკიცების შესახებ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული დადგენილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

4. გაკოტრების საქმის წარმოება შეწყდება, თუ:
ა) მოვალე გაკოტრების საქმის წარმოებისას მოითხოვს მის შეწყვეტას და ამას ყველა კრედიტორი დაეთანხმება;
ბ) გაკოტრების საქმის წარმოებისას აღმოიფხვრება გაკოტრების საფუძველი;
გ) გაკოტრების საქმის წარმოებისას აღმოჩნდება, რომ ვერ დაიფარება გაკოტრების საქმის წარმოების ხარჯები.

5. დადგენილება გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს ამ კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად.

6. გაკოტრების საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დადგენილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუ გაკოტრების საქმის წარმოება შეწყდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41
თავი მეხუთე
სხვა ზოგადი წესები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/29.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/30.md
