---
title: "მუხლი 31. კერძო საჩივარი — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/31"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "31"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 31. კერძო საჩივარი — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 31 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/31

1. თუ ამ კანონით დასაშვებია გაკოტრების სასამართლოს დადგენილების გასაჩივრება, მაშინ მის მიმართ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-420-ე მუხლების შესაბამისად. კერძო საჩივრის შეტანა შეუძლია ვალაუვალ მოვალეს, აგრეთვე იმ პირს, რომლის მიმართაც გამოტანილია ეს დადგენილება ან რომელსაც უშუალოდ ეხება იგი.

2. თუ დადგენილება გამოქვეყნებულია, მაშინ კერძო საჩივრის შეტანის ვადა აითვლება გამოქვეყნების დღიდან.

3. სააპელაციო სასამართლოს დადგენილება აგრეთვე შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, თუ არსებობს საკასაციო საჩივრის საფუძვლები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის შესაბამისად. საკასაციო წარმოებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414–420-ე მუხლები.

4. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დაადგინოს თავისი დადგენილების ძალაში შესვლა მისი მიღებისთანავე.

5. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს შემდგომ საპროცესო მოქმედებებს.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/30.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/32.md
