---
title: "მუხლი 35. გაკოტრების საქმის წარმოება სამკვიდროს ქონებაზე — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/35"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "35"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 35. გაკოტრების საქმის წარმოება სამკვიდროს ქონებაზე — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/35

1. სამკვიდროს ქონებაზე შეიძლება მამკვიდრებლის კრედიტორის (სამკვიდროს კრედიტორის) სასარგებლოდ ისე განხორციელდეს გაკოტრების საქმის დამოუკიდებელი წარმოება, თითქოს მამკვიდრებელი ცოცხალი ყოფილიყოს. განცხადების შეტანის უფლება აქვს აგრეთვე მემკვიდრეს ან ანდერძის აღმსრულებელს.

2. თუ გაკოტრების საქმის წარმოება გახსნილია მემკვიდრის ქონებაზე, სამკვიდროს კრედიტორებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი მოთხოვნები მხოლოდ იმ ნარჩენ თანხასთან დაკავშირებით, რომელიც მათ ვერ მიიღეს სამკვიდროს ქონებაზე გაკოტრების საქმის წარმოებისას.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული წესები აგრეთვე შესაბამისად გამოიყენება მეუღლეთა საერთო ქონებაზე გახსნილი გაკოტრების საქმის წარმოებისას, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე ცოცხალი არ არის.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/36.md
