---
title: "მუხლი 38. გაკოტრების საქმის წარმოება სადაზღვევო საწარმოსათვის — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/38"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "38"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 38. გაკოტრების საქმის წარმოება სადაზღვევო საწარმოსათვის — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 38 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/38

1. სადაზღვევო საწარმოს გაკოტრებისას დაზღვევის საზედამხედველო ორგანოს უფლება აქვს შეიტანოს განცხადება და მისცეს თანხმობა სანაციასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებაზე.

2. სიცოცხლის დამზღვევი საწარმოს გაკოტრების საქმის წარმოებისას დამზღვევი სარეზერვო ფონდის მიმართ ყოველ დაზღვეულ პირს აქვს უპირატესი დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლება თავისი დაკარგული წილის გამო.

3. ზარალისაგან დამზღვევი საწარმოს ყოველ დაზღვეულ პირს აქვს უპირატესი დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლება (მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტი) გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შედეგად სადაზღვევო ურთიერთობების შეწყვეტის შემდეგ გადახდილი სადაზღვევო შენატანის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №808 - სსმ I, №33, 31.07.1997 წ., გვ.31
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/39.md
