---
title: "მუხლი 40. გაკოტრების საქმის წარმოება საერთო საქმიანობის დროს — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/40"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "40"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 40. გაკოტრების საქმის წარმოება საერთო საქმიანობის დროს — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/40

1. სამეურნეო მიზნით ერთობლივად მოქმედ პირთა შემთხვევაში, რომლებიც არ არიან გაერთიანებული „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული არც ერთი ფორმით, შესაძლებელია, აგრეთვე, გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება. გაკოტრების მასად ჩაითვლება ქონების ყველა ობიექტი, რომელიც მხოლოდ სამეურნეო საქმიანობას ემსახურებოდა, იმისდა მიუხედავად, თუ რომელ მონაწილეს ეკუთვნის იგი. მოგებაში მონაწილე ერთად მომუშავე პირები ერთობლივი მუშაობიდან გამომდინარე მოთხოვნებთან მიმართებაში არ მიიჩნევიან გაკოტრების კრედიტორებად მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნტის შესაბამისად.

2. თუ ვალდებულებების (გაკოტრების მასის) საერთო თანხა ათას ლარზე მეტი არაა, მაშინ გაკოტრების საქმის განმხილველ სასამართლოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება გაკოტრების    საქმის გამარტივებული წარმოების შესახებ. გადაწყვეტილებას აღასრულებს მმართველი დამოუკიდებლად, სასამართლოს ზედამხედველობით. გაკოტრების მმართველი შესაბამისად წარადგენს დასამტკიცებლად მის მიერ შედგენილ გაკოტრების ტაბულას, მიღწეულ საგაკოტრებო მორიგებებს.
საქმის გამარტივებული წარმოება შეიძლება განხორციელდეს, აგრეთვე, „მეწარმეთა შესახებ“ კანონით გათვალისწინებული საწარმოების მიმართაც.
საქართველოს პარლამენტის უწყებანი №29-30, 11.12.1996 წ., გვ.34

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/40-1.md
