---
title: "მუხლი 6¹. მოვალის განცხადება გაკოტრების შესახებ — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/6-1"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "6^1"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 6¹. მოვალის განცხადება გაკოტრების შესახებ — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 6¹ (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/6-1

1. მოვალემ გაკოტრების განცხადებაში უნდა მიუთითოს ის სასამართლო, რომელსაც წარედგინება გაკოტრების განცხადება, თავისი სახელი (სახელწოდება), იურიდიული მისამართი, აგრეთვე წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი და გაკოტრების საფუძველი და ამავე განცხადებით უნდა მოითხოვოს გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.

2. მოვალემ გაკოტრების განცხადებას უნდა დაურთოს:
ა) კრედიტორთა ნუსხა არსებული ვალდებულებების და კრედიტორების სახელების (სახელწოდებების) და იურიდიული მისამართების მითითებით;
ბ) მოვალეთა ნუსხა არსებული მოთხოვნების და მოვალეების სახელების (სახელწოდებების) და იურიდიული მისამართების მითითებით;
გ) მოვალის ქონების, მათ შორის, დაგირავებული, გაქირავებული და იჯარით აღებული ქონების, ნუსხა ცალკეული ობიექტების შეფასებითი ღირებულებების, აგრეთვე მის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობის, ამ ანგარიშების რეკვიზიტების და ბანკების მისამართების მითითებით;
დ) მოვალის სადამფუძნებლო დოკუმენტები.

3. მოვალემ წერილობით უნდა დაადასტუროს მის მიერ გაკოტრების სასამართლოსათვის წარდგენილი ნუსხების სისწორე და სისრულე. მოვალეს უნდა განემარტოს, რომ შეგნებულად არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებისათვის დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. თუ გაკოტრების განცხადება არ არის ხელმოწერილი წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი ყველა პირის ან პერსონალურად პასუხისმგებელი ყველა პარტნიორის მიერ, მაშინ განმცხადებელმა დამაჯერებლად უნდა ამტკიცოს გაკოტრების საფუძვლის არსებობა, ხოლო გაკოტრების სასამართლომ უნდა მოუსმინოს ამ პირებს.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/6-2.md
