---
title: "მუხლი 6². კრედიტორის განცხადება გაკოტრების შესახებ — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/6-2"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "6^2"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 6². კრედიტორის განცხადება გაკოტრების შესახებ — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 6² (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/6-2

1. კრედიტორმა გაკოტრების განცხადებაში უნდა მიუთითოს ის სასამართლო, რომელსაც წარედგინება გაკოტრების განცხადება, თავისი სახელი (სახელწოდება), იურიდიული მისამართი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, აგრეთვე მოვალის სახელი (სახელწოდება) და იურიდიული მისამართი და დამაჯერებლად უნდა ამტკიცოს გაკოტრების საფუძველი და მოვალის მიმართ თავისი მოთხოვნის არსებობა.

2. კრედიტორმა გაკოტრების განცხადებას უნდა დაურთოს თავისი მოთხოვნის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

3. მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში შესაბამისმა სახელმწიფო ორგანომ გაკოტრების განცხადება სასამართლოში უნდა შეიტანოს გადახდის ვალდებულების დადგომიდან არა უგვიანეს სამი თვისა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის მიერ ამ ვადაში უკვე შეტანილია სასარჩელო განცხადება.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/6-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/7.md
