---
title: "მუხლი 9. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარის თქმა — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/9"
law: "გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ"
article: "9"
identifier: "286"
adopted: "1996-06-25"
consolidated_as_of: "2007-03-28"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2007-08-15"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 9. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარის თქმა — გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ

> Text consolidated as of 2007-03-28. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2007-08-15.
> Cite as: გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2007-03-28), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/9

1. სასამართლო გაკოტრების საქმის წარმოების გახსნაზე უარს ამბობს, თუ:
ა) სახეზე არ არის გაკოტრებაუნარიანობა (გაკოტრებადობა) ან გაკოტრების საფუძველი ამ კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად;
ბ) მოვალის ქონება იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია დაიფაროს ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ხარჯები;
გ) გაკოტრების განცხადების შეტანის შემდეგ აღმოიფხვრა გაკოტრების საფუძველი.

2. სასამართლოს განჩინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით უნდა ჩაბარდეს მოვალესა და განმცხადებელ კრედიტორს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიღებული განჩინების ძალაში შესვლისთანავე მოვალე, თუ იგი იურიდიული პირია, გაუქმდება. ლიკვიდაცია წარმოებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს 2001 წლის 10 აპრილის კანონი №848 - სსმ I, №11, 30.04.2001 წ., მუხ.41

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/652-gakotrebis-sakmeta-warmoebis-shesakheb/10.md
