---
title: "მუხლი 10. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/10"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/10

1. სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ.

2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომად შეიძლება განესაზღვროს:
ა) პოლიციის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში ან/და სამინისტროს სხვა უფლებამოსილ დანაყოფში რეგულარულად, კვირაში არაუმეტეს ორჯერ გამოცხადება;
ბ) უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან/თავშესაფრის მაძიებელთან დაკავშირებული საქართველოს მოქალაქის თავდებობა.

3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომას განსაზღვრავს სასამართლო. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის მოქმედების ვადაა 3 თვე. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა სამინისტროს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 6 თვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/11.md
