---
title: "მუხლი 11. დისკრიმინაციის დაუშვებლობა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/11"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. დისკრიმინაციის დაუშვებლობა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/11

ეს კანონი დისკრიმინაციის გარეშე უნდა გავრცელდეს უცხოელზე, მოქალაქეობის არმქონე პირზე, თავშესაფრის მაძიებელსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, მოქალაქეობისა, წარმოშობისა, დაბადების ადგილისა, საცხოვრებელი ადგილისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, რელიგიისა ან რწმენისა, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ოჯახური მდგომარეობისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული შესაძლებლობისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა და სხვა ნიშნისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/12.md
