---
title: "მუხლი 15. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლები — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/15"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "15"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საფუძვლები — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/15

1. ამ კანონით დადგენილი წესით ლტოლვილის სტატუსი ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც იმყოფება წარმოშობის ქვეყნის გარეთ, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი მისი რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო შეიძლება დევნის მსხვერპლი გახდეს, და რომელსაც არ შეუძლია ან არ სურს, შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის დაცვით.

2. იმ უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა მასობრივი შემოსვლის შემთხვევაში, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (საფუძვლებს), სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას, „Prima facie“ მიდგომით მიანიჭოს მათ ლტოლვილის სტატუსი „ჯგუფური განსაზღვრის“ მეთოდით.

3. ლტოლვილის სტატუსის „ჯგუფური განსაზღვრის“ მეთოდით მინიჭება ხდება ამ კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/16.md
