---
title: "მუხლი 18. ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/18"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "18"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. ლტოლვილის სტატუსიდან გამორიცხვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/18

1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ლტოლვილის სტატუსიდან გამოირიცხება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ:
ა) მან ჩაიდინა დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული ან დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ამ მიზნით შექმნილი საერთაშორისო აქტებით ასეთი ქმედებისთვის მინიჭებული განსაზღვრების შესაბამისად;
ბ) მან საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მინიჭებამდე საქართველოს ფარგლების გარეთ ჩაიდინა არაპოლიტიკური ხასიათის განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
გ) მას ბრალი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელიც წააქეზებს ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩასადენად ან ქმედების განსახორციელებლად ანდა სხვაგვარად მონაწილეობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში ან ქმედების განხორციელებაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/19.md
