---
title: "მუხლი 19. დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლები — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/19"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "19"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 19. დამატებითი დაცვის მინიჭების საფუძვლები — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 19 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/19

1. დამატებითი დაცვა ენიჭება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისთვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს (საფუძვლებს), თუმცა არსებობს რეალური რისკი, რომ წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში იგი ამ კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სერიოზული ზიანის წინაშე დადგება.

2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დამატებითი დაცვა 1 წლის ვადით ენიჭება. დამატებითი დაცვა შეიძლება გახანგრძლივდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმავე ვადით, არაერთგზის, თუ კვლავ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/20.md
