---
title: "მუხლი 21. დამატებითი დაცვიდან გამორიცხვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/21"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "21"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21. დამატებითი დაცვიდან გამორიცხვა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 21 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/21

1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი დამატებითი დაცვიდან გამოირიცხება, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს, თუმცა არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ:
ა) მან ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის, მშვიდობის, უშიშროებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის წინააღმდეგ;
ბ) მან საქართველოში დამატებითი დაცვის მინიჭებამდე საქართველოს ფარგლების გარეთ ჩაიდინა განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული;
გ) მას ბრალი მიუძღვის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებისა და პრინციპების საწინააღმდეგო ქმედების ჩადენაში;
დ) იგი საფრთხეს შეუქმნის:
დ.ა) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას;
დ.ბ) საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას;
დ.გ) საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელიც წააქეზებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩასადენად ან ქმედების განსახორციელებლად ანდა სხვაგვარად მონაწილეობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში ან ქმედების განხორციელებაში.

3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი შეიძლება დამატებითი დაცვიდან გამოირიცხოს აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მან საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლამდე ჩაიდინა სხვა ისეთი დანაშაული, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არ არის და რომელიც საქართველოს კანონმდებლობით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ამასთანავე, თუ მან წარმოშობის ქვეყანა მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ თავი აერიდებინა აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/20.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/22.md
