---
title: "მუხლი 23. დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/23"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "23"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 23. დროებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 23 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/23

1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დროებითი დაცვა არ მიენიჭება, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს (საფუძვლებს).

2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს დროებითი დაცვა არ მიენიჭება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ იგი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის.

3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი დროებითი დაცვის მინიჭებას არ საჭიროებს და, შესაბამისად, მას არ მიენიჭება დროებითი დაცვა, თუ:
ა) მას საერთაშორისო დაცვა მიანიჭა სხვა სახელმწიფომ, რომელიც მისთვის უსაფრთხო ქვეყანაა;
ბ) იგი ორი ან ორზე მეტი ქვეყნის მოქალაქეა და აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს ერთ-ერთი მათგანის დაცვით;
გ) მას აქვს შიდა გადაადგილების ალტერნატივა;
დ) იგი ბინადრობის ქვეყნის უფლებამოსილი უწყების მიერ აღიარებულია იმ უფლებებისა და მოვალეობების მქონედ, რომლებიც დაკავშირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/22.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/24.md
