---
title: "მუხლი 25. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა — საერთაშორისო დაცვის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/25"
law: "საერთაშორისო დაცვის შესახებ"
article: "25"
identifier: "matsne 6561538"
adopted: "2025-06-26"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 25. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა — საერთაშორისო დაცვის შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საერთაშორისო დაცვის შესახებ, მუხლი 25 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/25

1. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვა მოითხოვოს თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას, მხოლოდ სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2. საერთაშორისო დაცვა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს აგრეთვე:
ა) ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემთხვევაში − სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოში;
ბ) ამ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული საზღვრის პროცედურის ფარგლებში − სამინისტროს სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ ორგანოში;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ – პენიტენციური დაწესებულება) ყოფნისას – პენიტენციურ დაწესებულებაში.

3. თუ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საერთაშორისო დაცვა მოითხოვა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებაში, საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო უწყება უზრუნველყოფს მისთვის თავშესაფრის პროცედურის თაობაზე ინფორმაციის მიწოდებას მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს.
[3
1
. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს უფლებამოსილი პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, განუმარტავს 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებასა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგებს. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ხელს აწერს ამ ინფორმაციას.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
4. თავშესაფრის პროცედურა რეგულირდება მინისტრის ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1804  – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/24.md
Next article: https://legal.ge/ka/law/6561538-saertashoriso-datsvis-shesakheb/26.md
